18 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ხელისუფლებაში - "გამჭვირვალობა-საქართველოს" დასკვნა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადარიცხულ 14 მილიონში პოლიტიკური კორუფციის რისკებს ხედავს. ყველა დანარჩენ პარტიას კი მხოლოდ მილიონნახევარი შესწირეს.

ირკვევა, რომ 68 იურიდიული პირიდან 61 ასევე "ქართული ოცნების" შემომწირველია. კვლევაში მოხვდნენ კომპანიები, რომლებმაც მმართველ ძალას სოლიდური თანხა შესწირეს, შემდეგ კი მრავალმილიონიანი ტენდერი მოიგეს ან გარკვეული ქონება სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცათ.

"გამჭვირვალობის" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილთან ღიად დაკავშირებული პირებიც ფულს გულუხვად სწირავენ. 2016-2017 წლებში ამ თანხმამ მილიონ ლარს გადააჭარბა. რამდენიმე ათეულია ისეთი პირი, რომელიც გასულ წლებში ფულს არ იშურებდა "ნაციონალურ მოძრაობისთვისაც".

კვლევაში მოხვდა და კითხვის ნიშნები გაჩნდა ისეთ შემთხვევებზე, რომლის დროსაც პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი შემოსავლის ნახევარზე მეტს ფიზიკური პირები სწირავდნენ.

პარტია "ევროპულ საქართველოს" 10 000 ლარი ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატის მეუღლემ, ნანა ბზეკალავამ შესწირა.

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში" ამბობენ, რომ პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემთხვევებით მთავარი პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

 

დღის ამბები