25 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
დაჭრა ვაკეში - სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც ამ დრომდე ოპერაციას უტარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს, რა გახდა შეირაღებული თავდასხმის მოტივი. თუმცა, "კურიერის" ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი მეგობრებს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებული დაპირისპირება, რომელიც თანხას უკავშირდება.

უკვე რამდენიმე საათია, სამართალდამცველები ეძებენ პირს, რომელმაც მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისი დაკავება პოლიციამ ვერ მოახერხა.

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

მომხდარ ფაქტს არა ერთი თვითმხილველი ჰყავს და რამდენიმე მათგანი სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

 

 

დღის ამბები