24 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
ვაკეში დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ვაკეში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, დაშავებული კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქვედა კიდურებზე ოპერაცია მას გვიან ღამით ჩაუტარდა.

მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით შეყვანილ 38 წლის მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. შემთხვევა გუშინ დღისით მოხდა. მამაკაცს მისსავე საცხოვრებელ სახლთან დაუდგენელმა პირმა ესროლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები