ქურდობის მცდელობაში ბრალდებულის მხრიდან სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ძიება დაიწყო.
ბრალდებულები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მოიტაცეს, სცემეს და სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
ექსპერტიზამ დაადასტურა მათ სხეულზე კონკრეტული დაზიანებების არსებობა.
„გზაში მიდიოდა რტყმევა, გინება, რის შემეგადაც დიდი დაძიენბა მივიღე. შემდეგ საბურთალოს ქუჩაზე მიმიყვანეს, ერთ-ერთ „პადიეზდში“ ძალით მოხდა ხელების გაშლა და კარზე დამადებინეს, ეს ყველაფერი ანაბეჭდების ასაღებად გააკეთეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.