20 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
საახალწლო გარე ვაჭრობა თბილისის მხოლოდ ცალკეულ უბნებში იქნება ნებადართული

18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, საახალწლო გარე ვაჭრობა თბილისის მხოლოდ ცალკეულ უბნებში იქნება ნებადართული. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, შესაბამისი დახლები მოვაჭრეებმა თავად უნდა მოაწყონ.

„რაც შეეხება დახლებს, აქ თბილისის მერია ამ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს კაპიტალური ნაგებობების მოწყობას კონკრეტულად ამ გარე ვაჭრობისთვის. თვითონ ექნებათ შესაძლებლობა ამ ფართს მიხედვით მოაწყონ,“- აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. 

საახალწლო გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილი ლოკაციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს თბილისის მერიაში ექნებათ.

დღის ამბები