19 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა - "ენმ"-ის კამპანია თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს

შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა - ამ მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. პროცესი მთელ თბილისს და საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.

ხელმოწერების შეგროვება კარდაკარის პრინციპითაც განხორციელდება.

გარდა ამისა, პეტიციაზე ხელმოწერა მოქალაქეებს „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ ვებ გვერდზეც შეუძლიათ.

"პროცესები, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ ვითარდება, დიდი ხანია გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და მას მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი აქვს," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა. 

დღის ამბები