25 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებისას დაზიანებული შენობის დემონტაჟი მოხდება

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებისას დაზიანებული შენობის დემონტაჟი მოხდება. ამ საკითხზე ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლები ახალ აშენებულ სახლში გადაეცემათ.

„ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ შეხვედრებს სამშენებლო კომპანიებთან, რათა დროულად დავიწყოთ სახლის დემონტაჟი და შესაბამისად, შემდგომში ახალი კორპუსის აშენება,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე. 

ბუნებირვი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო, 10 დეკემბერს ჯინჭარაძის ქუჩაზე დაშავდა 4 ადამიანი. 9 ოჯახი საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა.

დღის ამბები