25 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, Twitter-ის საშუალებით ავრცელებს.

ეკონომიკური შეზღუდვები ნავთობისა და გაზის მსხვილ კომპანიებს, ასევე ყირიმიში არსებულ ორგანიზაციებს შეეხება. როგორც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შესრულება, რაც შეზღუდვების მოხსნის მთავარი პირობაა, ამ დრომდე არ ხდება, შესაბამისად სანქციები ძალაში კიდევ 6 თვით დარჩება.

ოფიციალურ განცხადებას გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირი უახლოეს დღეებში გააკეთებს. 

დღის ამბები