20 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
საფრანგეთში ერთმანეთს სასკოლო ავტობუსი და მატარებელი შეეჯახა - დაიღუპა 4 ბავშვი

4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას საფრანგეთში - ერთმანეთს სასკოლო ავტობუსი და მატარებელი შეეჯახა. დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი, აქედან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. შესაბამისად, არ გამოირიცხება მსხვერპლის ოდენობა გაიზარდოს.

შემთხვევა ქალაქ პერპინიაში მოხდა, როდესაც ავტობუსი სარკინიგზო გადასასვლელს კვეთდა. სასკოლო ტრანსპორტში ავარიის დროს 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სამსახურის 70-მდე მუშაკი იყო ჩართული. მობილოიზებული იყო ავიაცია.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საფრანგეთის პრემიერ ინისტრი. მისი განცხადებით, გამოძიებისთვის უცნობია ავარიის მიზეზი.

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმაც. 

დღის ამბები