19 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
"კახი კალაძემ უნდა იცოდეს რომ, ახალი წელი პარტიული ღონისძიება არ არის" - "ენმ" აუდიტის სამსახურს მიმართავს

მმართველ პარტია შესაძლოა სოლიდური თანხით დაჯარიმდეს. "ნაციონალური მოძრაობა" აუდიტის სამსახურს მიმართავს და "ქართული ოცნების" დაჯარიმებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილი, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ნაძვის ხეზე, პარტიული ატრიბუტიკის გამოყენებას აპროტესტებს.

უკვე რამდენიმე დღეა, დედაქალაქის ახალმა მერმა, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხე, მისივე საარჩევნო სლოგანით გააფორმა. 

“ქართულმა ოცნებამ" და კახი კალაძემ უნდა იცოდეს რომ, ახალი წელი პარტიული ღონისძიება არ არის. მათი საარჩევნო სლოგანები შეუძლიათ დაიტანონ პლაკატებზე და ბანერებზე და არა ახალი წელი მოგვილოცონ პარტიული სლოგანებით, ეს არის თბილისელების შეურაცხყოფა. ჩვენ დღეს მივმართავთ აუდიტის სამსახურს, მოხდეს "ქართული ოცნების" და დედაქალაქის მერიის დაჯარიმება. ორშაბათს ჩვენ უკვე მზად გვექნება სარჩელი, რომლითაც ჩვენ მოვითხოვთ პარტიული სლოგანის აღებას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჰქონდა ვალდებულება, საკუთარი ინიციატივით საჯაროდ ცნობილ ფაქტთან დაკავშირებით თავად დაეწყოთ საქმის წარმოება.   

დღის ამბები