24 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
ჰოლანდიელი სამართალდამცველები მაასტრიხტში მომხდარ თავდასხმებს იძიებენ

ჰოლანდიელი სამართალდამცველები მაასტრიხტში მომხდარ თავდასხმებს იძიებენ. გვიან ღამით ერთ ქუჩაზე მცირე ინტერვალით ორი თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებული პირები გამვლელებს დაესხნენ თავს და ორი ადამიანი მოკლეს.

გამოძიების ვერსიით, ორივე ინციდენტი ერთმანეთთანაა კავშირში. პოლიცია ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რამდენი თავდამსხმელი მოქმედებდა. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ მეჩეთში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, ერთ მათგანს კი, დანა აღმოჩნდა და ტანსაცმელზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა.

მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. პოლიციის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და მათ შორის ტერაქტის ვერსიაც განიხილება. 

დღის ამბები