20 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
დედაქალქის ყოფილი მერი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება

დედაქალქის ყოფილი მერი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება. დავით ნარმანია, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრის პოსტს დაიკავებს, "სემეკში" ის პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.

თავად დავით ნარმანიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

“ვადასტურებ, რომ გუშინ მოხდა ჩემი წარდგენა საქართველოს მთავრობაში თანხმობის მოსაპოვებლად, რომლის შემდეგი პროცედურაც იქნება საქართველოს პარლამენტში წარდგენა, ასე რომ ველოდებით პროცედურებს და შესაბამისად პროცედურების მიხედვით მოვიქცევით," - განაცხადა ნარმანიამ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები