20 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
რუსეთის მიერ ძებნილი უილიამ ბრაუდერი აშშ-ის კონგრესს "მაგნიტსკის სიის" გაფართოებას სთხოვს

რუსეთის მირ ძებნილი ინვესტორი უილიამ ბრაუდერი ამერიკის კონგრესს მიმართავს და ე.წ. "მაგნიტსკის სიის " გაფართოებას სთხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტს ბრაუდერმა უკვე გაუგზავნა რუსი მაღალჩინოსნების გვარები, რომლებიც სანქციებს იმსახურებენ. კონგრესის ჰელსინკის კომისიაში კი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონის "მაგნიტსკის აქტის" შედეგები შეაფასეს.

სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისია და კონგრესი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ, როგორც "მაგნიტსკის სიას", ასევე რუსეთის სანქციების კანონის აღსრულებას.

რუსეთის მიერ ევროპული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე ისაუბრა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემაც. როჯერ უიკერი ამბობს, რომ რუსეთი ჩაერია ეუთოს მონაწილე არა ერთი ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატების არჩევნებში.

ჰელსინკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის რეჟიმი იმდენ დანაშაულს სჩადის, "მაგნიტსკის სიის" გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. რუსეთის მირ ძებნილი ინვესტორის, უილიამ ბრაუდერის თქმით, "მაგნიტსკის სიის" საკუთარი ვარიანტების მიღებას მალე კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპირებს.

დღის ამბები