22 ივნისი 2018,   09:45
ვრცლად
სასტუმრო "შერატონთან" მიმდინარე სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა

სასტუმრო შერატონთან მიმდინარე სამუშაოების დროს, ერთი მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის მიზეზი, სამშენებლო-სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნება გახდა. ინციდენტის დროს, კიდევ ერთი მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს. ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მომხდარის მიზეზი კი, უბედური შემთხვევა გახდა.

“სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალება. რამ გამოიწვია ავტო ამწის გადატრიალება, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ,“ - განაცხადა კომპანია ”დეკოს” პროექტის მენეჯერმა ალექსანდრე ბახტაძემ.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი.   

“სამშენებლო კომპანიას მაქსიმალურად დაცული აქვს ყველანაირი ნორმები. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები აქ არიან, მიმდინარეობს შესწავლა, ჩვენ ჩვენი მიმართულებით ყველაფერს შევისწავლით და ვიტყვით თუ რა ხდება,“ - აღნიშნა ბაგრატიონმა.

  

დღის ამბები