22 სექტემბერი 2018,   00:37
ვრცლად
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტს დაახლოებით ერთ საათში დაამტკიცებენ - კალაძე განხილვას არ ესწრება

დაახლოებით ერთ საათში საკრებულოს დეპუტატები თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას კახა კალაძე წინასწარი ინფორმაციით, არ დაესწრება.

მივა თუ არა საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძემ დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. თბილისის მერი ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დაესწრება საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცებას, უკომენტაროდ ტოვებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს.

დოკუმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური დახმარებების ნაცვლად, ყველაზე მეტი თანხა, კვლავ ბიუროკრატიაზე იხარჯება. 

დღის ამბები