25 ივნისი 2018,   19:14
ვრცლად
"ენმ"-ის ლიდერები აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელიც კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა, თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატთან, ზალიკო უდუმაშვილთან ერთად, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი დაესწრნენ.

პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა საკრებულოს წევრებისგან მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები მოისმინეს და ამ კუთხით დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს.

საკრებულოს წევრების თქმით, ამ ეტაპზე მათთვის მთავარი გამოწვევა ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტში თანხის მიზნობრივად ხარჯვის გაკონტროლება და სოციალური საკითხების სწორად განსაზღვრა იქნება.

დღის ამბები