17 იანვარი 2018,   06:57
ვრცლად
კონსტიტუცია უკვე საათში ერთხელ იცვლება - რომან გოცირიძე

„კონსტიტუციის მიღება უკვე დაემსგავსა რაღაც ტრაგიკომედიას,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კონსტიტუციის ახალ პროექტში შესატან ცვლილებებს.

პარლამენტარი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტი არ არის.

„თუკი იცვლებოდა თვეში ერთხელ, ახლა უკვე საათში ერთხელ იცვლება და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ვიღაცას რაღაც იდეა მოუვიდეს თავში. ბუნებრივია, რომ ის სირცხვილი, რასაც განიცდიან კონსტიტუციის „ავტორები“ შეეწინააღმდეგებიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ჩვენ ვიცით, რომ არის არა პარლამენტი და არც მთავრობა, არამედ არის ის, ვისაც მიაწვდიან უფრო ხმამაღლა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრა გაიმართება რამდენიმე საათში. ამით პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესია დაიხურება.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება და მას მარტში დაამტკიცებს.

დღის ამბები