25 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
პარლამენტმა მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო

115 ხმით 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა  მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს. 

ცვლილებები განხორციელდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და იმ ცვლილებებით რომელიც დღეს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინიცირებული, მხოლოდ გარკვეული ნომრები დაზუსტდა. 

ძირითადი ცვლილება კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებაა. ასევე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

დღის ამბები