24 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
დავით ნარმანია ქვეყნის ერთ-ერთ ყევლაზე მაღალანაზღურებად თანამდებობაზე ინიშნება

დავით ნარმანია თბილისის მერობიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ინაცვლებს. 146 ათასი - დაახლოებთ ამ ხელფასს აიღებს იგი ყოველწლიურად ახალ პოზიციაზე. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად თბილისის ყოფილი მერი პრეზიდენტმა წარადგინა, ის ამ თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დავით ნარმანიას დეპუტატთა მხარდაჭერის იმედი აქვს.

ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისის ყოფილი მერი დამსახურებულ პენსიაზე გაუშვეს და თანამდებობა ჯილდოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ნარმანიას სამწლიანი მერობის პერიოდში გაიცა ყველა ის სამშენებლო ნებართვა, რომელიც ივანიშვილს ობიექტების ასაშენებლად სჭირდებოდა და რომელმაც ძველ თბილისს იერსახე დაუკარგა. ოპოზიცია მისი კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს.

პრეზიდენტის ადმინისტარციის ოფიციალურ განცხადებაში განმარტეს, რომ გიორგი მარგველაშვილს ნარმანიას წარდგენა მთავრობამ სთხოვა. მასთან ერთად სემეკის წევრობის კიდევ ერთ კანდიდატად გოჩა შონია დასახელდა, რომელიც ერთხელ უკვე იყო კომისიის წევრი.

დასახელებულ კანდიდატებს საბოლოოდ პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. ისინი 6 წლის ვადით დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ. ამ შემთხვევაში დავით ნარმანიას, სემეკიდან და უნივერსიტეტიდან მიღებული წლიური შემოსავალი ჯამში 170 ათას ლარზე მეტი იქნება.

ავტორი:ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები