25 ივნისი 2018,   19:17
ვრცლად
კალაძის ირონიული ტონი და ურთიერთბრალდებები საკრებულოს სხდომაზე - თბილისის ბიუჯეტი დაპირისპირების მიზეზი გახდა

თბილისის ბიუჯეტი დედაქალაქის საკრებულოში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების სერია სხდომაზე დედაქალაქის მერის მოულოდნელი მისვლის შემდეგ დაიწყო.

თბილისის მერი ოპონენტებს ჯერ კონსტრუქციულობას სთავაზობდა, შემდეგ კი ირონიული ტონით მიმართავდა. კახა კალაძის მიმართვის მთავარი ადრესატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი იყო. დეპუტატი თბილისის მერის თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც დარბაზში კალაძეს ტრანსფარანტი უჩვენა.

სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში ლევან ხაბეშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. ოპოზიციას შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან არაერთხელ მოუწია, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პოლიტიკური დებატების ფონზე განხილული თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“ 38 ხმით, 3-ის წინააღდეგ დაამტკიცა. თავიდანვე ცნობილი იყო რომ ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ დაუჭერდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები