24 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის მიღება მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის მიღება მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა. ახალი კანონპროექტი ბიუჯეტიდან 52 მილიონით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით კომერციული რეკლამის განთავსებისა და სპონსორობის უფლებას ანიჭებს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“ ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის საეჭვო გადაწყვეტილებები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას აშკარა საფრთხეს უქმნის.

ამ გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი კი ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება. მესამე სექტორში კი მაგალითად, ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომლების საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსის გარეშე დასაქმება, ასევე, რეჟისორ გოგა ხაინდრავას ნახევარმილიონიან ტენდერში გამარჯვება მოჰყავთ.

არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ტელევიზიისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს აზარალებს.

დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ნაწილი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ცვლილებებით ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფლდა მედიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

სამოქალაქო სექტორის კრიტიკას და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ბოლოს ბრალდებით უპასუხა. არხი ორგანიზაციას მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს, რათა საზოგადოებას მათივე დაფინანსებული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მცდარი აზრი არ შეუქმნას. 

დღის ამბები