17 იანვარი 2018,   02:47
ვრცლად
მუზეუმი გამოძახებით - ახალგაზრდა არტისტების უჩვეულო წამოწყება

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენთან მოვა. ექსპონატების გასაცნობად - მხოლოდ მუზეუმის გამოძახებაა საკმარის. ახალგაზრდა არტისტების უჩვეულო წამოწყება 80-იანი წლებიდან დღემდე, ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს ერთ ჩემოდანში აერთიანებს.

მუზეუმის გამოძახების, ქართველი არტისტების ნამუშევრების დათვალიერების და დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს. მუზეუმისთვის არ არსებობს ასაკობრივი და რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაძლებელია კურატორებთან პირისპირ შეხვედრა ან გამოძახება ჯგუფისთვის, საგანმანათლებლო მიზნებით.

საგანმანათლებლო შეხვედრების პარალელურად მუზეუმის დამფუძნებლები - კოლექციის შევსებას და ახალი წარმოსახვითი დარბაზების დამატებას გეგმავენ. თანამედროვე ხელოვნების წარსადგენად მუზეუმი გამოძახებით - ახალ შეხვედრებს ელოდება.

დღის ამბები