კარლეს პუჩდემონი კატალონიის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დამოუკიდებლობისკენ სვლა განაგრძონ. განცხადება ესპანეთის ავტონომიური რეგიონის ყოფილმა ლიდერმა საკუთარი პარტიის კამპანიის შეხვედრაზე ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. +
პუჩდემონი მხარდამჭერებს ბრიუსელიდან ჩაერთო, სადაც თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ იმყოფება.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიების რეიტინგებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა.