19 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0058 გრამი „მორფინი“ და ნარკოტიკის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა მ.მ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები