ფილიპინებში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი ტროპიკული შტორმი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს დაატყდა თავს.
გადაუღებელმა წვიმებმა დასახლებებში მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის გამოც თავშესაფრებში 10 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.
სტიქიიას მსხვერპლიც მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვიც.
სტიქიას ფილიპინების ამავე რეგიონებში 2013 წელს 8 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.