19 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ფრაქციების სავარაუდო თავმჯდომარეები უმრავლესობის დაშლასთან კორუფციული სკანდალის კავშირს უარყოფენ

„თუ რაღაც სხვა თემა დაემთხვა იმას, რომ შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ფრაქცია, ეს უბრალოდ დამთხვევაა,“ - ასე განმარტავს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ბიძინა გეგიძე, ახალი ფრაქციის შექმნას ქართულ ოცნებაში.

ფრაქცია ქართული ოცნება სამად იყოფა და ერთ-ერთს კურიერის ინფორმაციით, გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე, უხელმძღვანელებს.

„ეს ფრაქცია არ იქმნება მაგ მიზნით, რომ რაღაც დაპირისპირების ნაყოფია ფრაქციის შექმნა,“ - განაცხადა გეგიძემ და განმარტავს, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდში ყოველთვის არის.

„აზრთა სხვადასხვაობა დღესაც არის, გუშინაც იყო გარკვეული, პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაც ყოფილა და ღმერთმა დაიფაროს, რომ არ იყოს,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გოჩა ენუქიძე, ახალი ფრაქციების შექმნაში შიდა კომუნიკაციის გაზრდას ხედავს.

ისინი ასევე თავს იკავებენ იმის დასახელებისგან, თუ რის საფუძველზე გავლენ დეპუტატები
ფრაქცია ქართული ოცნებიდან და შეუერთდებიან ორ ახალ ფრაქციას. ასევე, არ აკონკრეტებენ ახალ ფრაქციებში შემავალი დეპუტატების რაოდენობას და რიცხვს.

გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ მის ფრაქციაში იქნებიან ილია წულაია, პაატა მხეიძე და ოთარ დანელია.

კურიერის ინფორმაციით, ბიძინა გეგიძის ფრაქციაში იქნებიან ლევან გოგიჩაიშვილი და ზაზა პაპუაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები