25 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
თუ დიქტატურის შესაჩერებლად საჭირო იქნება ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, მზად ვარ, ეს მსხვერპლად შევწირო - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი მარში კიევში ხვალ გაიმართება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციის ლიდერი მხარდამჭერებს შეხვდა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება და მას ახალგაზრდები და მცირე მეწარმეებიც ეწსრებიან. 

„უკრაინას ერთ ნაბიჯში აშორებს დიქტატურისგან. ამის არდანახვა დღეს დანაშაულია. მიმდინარეობს ძალიან რთული პროცესები. გუშინ ტელეკომპანია ზიკში მივედი, რადგან არხის დახურვა სურდათ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს პროტესტს აშუქებენ. ანალოგიურად ებრძვიან სხვა მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მათგან განსხვავებულ ვერსიას აშუქებენ. ჩვენ ხვალ აუცილებლად უნდა გავიდეთ იმპიჩმენტის მარშზე, რომ შევაკავოთ ხელისუფლება ფატალური ბოლო ნაბიჯისგან, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ აქცევს დიქტატურად და შესაბამისად, უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა კატასტროფისაგან," - აღნიშნა ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა. 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას დიქტატურის დამყარების უფლება არ უნდა მისცენ და ამისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლიკვიდაციასაც არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფრისთვის მზად არის. 

„როდესაც ვსაუბრობ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე, უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ეს გვჭირდება ქვეყნის ინტერესების დასაცავად. თუ ოლიგარქატისგან ნორმალური ცხოვრებისკენ მშვიდობიანი გადასვლა გვსურს, საჭიროა ლაპარაკი, მაგრამ შეუძლებელია კომპრომისი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით. უნდა გავიდეთ მარშზე, რომ ქვეყნის მმართველობიდან ოლიგარქატი ჩამოვაშოროთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში არავინ ჩაერიოს, რომ უარი ეთქვას ყველა კორუფციულ საქმეს და დაისაჯონ მათში ჩართული პირები. უნდა გავიდეთ მარშზე, რომ შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები, რომ გადადგეს გენერალური პროკურორი, რომ შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლოები და იმპიჩმენტის მექანიზმები. ამასთან ერთად, ჩვენ მცირე საბაბიც კი არ უნდა მივცეთ პუტინს, ითამაშოს ჩვენს აზრთა სხვადასხვაობაზე. ჩვენ არ გვინდა რყევები ქვეყანაში, ჩვენ არ ვარყევთ სახელმწიფოს, მაგრამ ამ სისტემის ჯიხურს მოვარყევთ და საბოლოოდ მოვაშორებთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ხვალ გავდივართ მარშზე. თუ დიქტატურის შესაჩერებლად საჭირო იქნება ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, ვადასტურებ, რომ მზად ვარ, ეს მსხვერპლად შევწირო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დღის ამბები