12 დეკემბერი 2018,   08:13
ვრცლად
ბანაკიდან წავედი იმიტომ, რომ არ მინდოდა კიდევ სისხლისღვრა - მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღეს იხსენებს 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, შაბათის კურიერთან მეორედ დაკავების დეტალებს იხსენებს და ბანაკიდან წასვლის მიზეზებზე ყვება.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის თქმით, ბანაკიდან წასვლით მან მხარდამჭერებზე სპეცრაზმელების მორიგი თავდასხმა აიცილა თავიდან. სააკაშვილის თქმით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ის პოლიციამ დააკავა, დაცვის გარეშე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა, რომლებმაც დააკავეს, მას ბოდიში მოუხადეს.

„ბანაკიდან წავედი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ბანაკს უტევდნენ. არ მინდოდა კიდევ სისხლისღვრა. ერთ ადამიანს ჩემს თვალწინ ყველა კბილი ჩაუმსხვრიეს, ვინც ჩემს გვერდით კარავში იყო და მეორეს თავი ჩაუმსხვრიეს. მეორედ თავი ჩაუმსხვირეს. მეორედ ამის ყურება არ მინდოდა. მე ვუთხარი, თუ უნდათ აყვანა, ამიყვანონ. გადავედი პრაქტიკულად დაუცველად. დაცვის გარეშე წავედი და გასაგები იყო, რაღაც მომენტში რომ მიპოვიდნენ. ძალიან მაღალი სიცხე მქონდა და გაციებული ვიყავი. სანდრაც კარავში იყო და არ მინდოდა სანდრას თანდასწრებით, ხალხის თანდასწრებით ცემა-ტყეპა, ეს მძიმე იქნებოდა. გავედი, როდესაც მოვიდა ეს პოლიციელი, თქვენ არანაირ ხელბორკილს არ დაგადებთო, თქვენ ხომ გესმით, რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს დიდი უსამართლობაა, ძალიან გვთხოვთ გვაპატიეთ, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ უკრაინელი ხალხი არ მიგატოვებთო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები