10 დეკემბერი 2018,   09:29
ვრცლად
მე არ ვყიდი არც საქართველოს და არ ვყიდი არც იმ ქვეყანას, რომელიც მენდო - მიხეილ სააკაშვილი

"მე არ ვყიდი არც საქართველოს და არ ვყიდი არც იმ ქვეყანას, რომელიც მენდო," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლის და ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობის პერიოდი გაიხსენა. სააკაშვილის თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ ის უკრაინაში პეტრო პოროშენკომ ჩაიყვანა.

სააკაშვილი ამბობს, რომ პოროშენკოს ქართველები სჭირდებოდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში რეფორმები დაიწყო.

სააკაშვილის განცხადებით, ის, რომ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დარჩენილიყო, დღეს მილიარდერი იქნებოდა.

„დღეს მე მექნებოდა, მინიმუმ, 200 მილიონი დოლარი. ბევრს საქართველოში ჰგონია, რომ გიჟი ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი და არაფერი არ დამრჩა საერთოდ და ახლა ვიყავი ყველაზე ფულიან თანამდებობაზე უკრაინაში და იმიტომ, რომ ოდესაში ბევრად მეტი ფულის გაკეთება შეიძლება, ვიდრე საქართველოში ერთად აღებულში და იქიდან გამოვედი ცარიელ-ტარიელი,“ - აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, „გიჟს“ ეძახიან იმიტომ, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც თანამდებობებზე ყოფნისას ფული არ უშოვია.

„მე ვარ ქართველი და თქვენზე უკეთესი ქართველი. იმათ მინდა, მივმართო, ვისაც ჰგონია, რომ თანამდებობა არის მოპარვისთვის იმიტომ, რომ მე არ ვყიდი არც საქართველოს და არ ვყიდი არც იმ ქვეყანას, რომელიც მენდო,“ - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან შემდგარ საუბარსაც იხსენებს.

მისი თქმით, პოროშენკომ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ პარლამენტში გაყვანა და დაფინანსება მშვიდად ყოფნის სანაცვლოდ შესთავაზა.

„კი როგორ არ უცდია, იყავი წყნარად, გაგიყვანთ პარლამენტში და დაგაფინანსებთ,“ -აცხადებს სააკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები