23 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაღებში სამკვირიანი არდადეგების მიზეზი ბავშვების საკვებით უზრუნველყოფა გახდა 

ზამთრის ყველაზე გრძელი არდადეგები თბილისის საბავშვო ბაღებში - სამი კვირა და სამი დღე ბაღების კარი მოსწავლეებისთვის დახურული იქნება. არსებობს ვარაუდი, რომ მერიამ ყველაზე გრძელი ზამთრის არდადეგები ფულის ეკონომიის მიზნით გამოაცხადა, თუმცა რაში დაიხარჯება ბავშვების კვებაზე დაზოგილი თანხა, უცნობია.

დღეში ერთი ბავშვის გამოკვება მერიას 3.65 ლარი უჯდება ზამთრის არდადეგების განმავლობაში კი, კახი კალაძე დაგეგმილზე მილიონით მეტს დაზოგავს.

თბილისის მასშტაბით კი საჯარო ბაგა-ბაღებში 61500 აღსაზრდელი ირიცხება, შესაბამისად 1 კვირის განმავლობაში მათ კვებაზე დაახლოებით მილიონზე მეტი ლარი იხარჯება. სწორედ ეს თანხა დაზოგა წინა საახალწლოდ დედაქალაქის ბიუჯეტმა.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პრობლემა ბავშვების საკვებით უზრუნველყოფა გახდა. ბაღების პროდუქტით მომარაგების ტენდერის ვადა 22 დეკემბერს იწურება, ახალი ტენდერის ჩატარება კი დროულად ვერ მოხერხდა.

ბაღების სააგენტოს ამ გადაწყვეტილებას მშობლების პროტესტი მოჰყვა. დედების ნაწილს სახლში პირობები არა აქვს. მათ კი, ვინც დასაქმებულია, თითქმის ერთი თვე ბავშვების სახლში ყოფნა დამატებით პრობლემებს უქმნით.

დედაქალაქის ზოგიერთ ბაგა-ბაღში უკვე საახალწლო ზეიმიც ჩატარდა. თუმცა, ბავშვებთან თოვლის ბაბუ უსაჩუქროდ მივიდა. გაირკვა, რომ ესეც ტენდერის დაგვიანების გამო მოხდა. ბავშვებს დაპირდნენ, რომ თოვლის ბაბუ მათ საჩუქრებს მოგვიანებით დაურიგებს.

დღის ამბები