18 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადადგეს

„გიორგი ის პრემიერია, რომელიც თანამდებობაზე თავს არასდროს არ იკლავდა,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერმინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

„ის არ არის შემჩნეული არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში. გიორგი განსხვავებული პიროვნებაა. მე თუ არ ვცდები ჩემს წარმოდგენაში, ის არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი და შესაბამისად, არასდროს არ დაუყენებია პირად რეპუტაციაზე მაღლა თანამდებობრივი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერმა თანამდებობა დატოვოს და ამის საფუძველს თავად კვირიკაშვილის განცხადებაში ხედავს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოიკვეთება რაიმე სახის კორუფცია, მაშინ ის თანამდებობას დატოვებს.

დღის ამბები