24 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგი გახარიას პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა - ქუცნაშვილი გახარიას შესაძლო პრემიერობაზე

„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი იმედოვნებს, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარია შს სამინისტროში მუშაობას თავს გაართმევს.

„თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღის ამბები