19 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
კორუფციის ნიშნები და რეგულირების გარეშე დარჩენილი შესყიდვები - საია-ის თავმჯდომარე მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს 

„მაუწყებელს სურს, ნაკლები კონტროლი კანონმდებლობის მხრიდან და მეტი თავისუფლება. მაუწყებელს სურს, დაემსგავსოს თავისი არსით და საქმიანობის წესით კერძო მაუწყებლებს და ამავე დროს, მიიღოს დიდი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“ - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ "მაუწყებლის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ეძლევა. 

გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში სულხან სალაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, კანონის მიღებით მედიაბაზარზე იქმნება.

სალაძის განცხადებით, ცვლილებები ბევრ რისკს ქმნის, მათ შორის არის სტარტაპების თემა და ეს კორუფციის რისკს შეიცავს. ასევე პრობლემურია შესყიდვების ნაწილიც. სალაძის განცხადებით, მაუწყებელი, კანონის მიხედვით, შესყიდვების ნაწილში პრაქტიკულად რეგულირების გარეშე რჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს სარეკლამო ბაზარზე მეტი წილის მიღებას და ითხოვს, რომ მას გაეზარდოს დრო. მაშინ, როდესაც ვიცით, რომ სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია მაუწყებლის დაფინანსება და სარეკლამო ბაზარი მუდმივად მცირდება. ეს არის სერიოზული პრობლემა. ერთი პრობლემა, რომელიც ასევე კარგად ჩანს, ეს არის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის უფლებების გამიჯვნა. როდესაც საუბრობენ, რომ ბიუჯეტში ცვლილებას სამეურვეო საბჭო ვეღარ შეიტანს, თუ ეს დირექტორის ინიცირებული არ არის,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები