11 დეკემბერი 2018,   12:04
ვრცლად
ტერაქტი პაკისტანის ქრისტიანულ ტაძარში

პაკისტანში ქრისტიანულ ტაძარზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტები ქალაქ კვეტაში ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძრის ტერიტორიაზე კვირის ლოცვის დროს შეიჭრნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ეკლესიის შესასვლელში მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეძლო.

აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 7 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მომხდარის შემდეგ რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველები თავდასხმასთან კავშირში მყოფ ეჭვმიტანილებს ეძებენ. 

დღის ამბები