19 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
გელათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

გელათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისთვის რამდენიმე მილიონია გათვალისწინებული.

რეაბილიტაცია ამჟერად გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამლოცველოების გადახურვას, ასევე ცოკოლის და სადრენაჟო სისტემას ჩაუტარდება.

სამუშაობის შესასრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს. 

დღის ამბები