25 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
ნინოწმინდაში რკინიგზის რელსების ქურდობისთვის 3 პირი დააკავეს

ნინოწმინდის რაიონში მომხდარი ქურდობა გახსნილია. დაკავებულია სამი პირი. სამივე მათგანი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

გამოძიების ინფომრაფციით, ბრალდებულებმა მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“ გაჩერებული დრეზინიდან სპილენძის სადენები მოიპარეს, რითაც კომპანიას 4000 ლარზე მეტი ოდენობის ზარალი მიაყენეს.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები