19 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
ცეცხლმაქრები, ფიზიკური დაპირისპირება - კიევში ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა

კიევში ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში შესვლა სცადეს, რომელიც დემონსტაციაზე მიხეილ სააკაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შტაბად დაასახელა.

შენობაში შესვლის უფლება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, მომიტინგეებს ეროვნულმა გვარდიამ არ მისცა. შეკრებილების წინააღმდეგ მათ ცეცხლმაქრებიც გამოიყენეს. მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. 

ამ დროისთვის ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ისევ რჩებიან კულტურის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შენობას კი ისევ იცავს ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები.

იყო ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, მათ გამოიყენეს ცეცხლმაქარები.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს და სთხოვს, რომ რამდენიმე ნაბიჯით დაიხიონ უკან იმისთვის, რომ, მათი ინფორმაციით, გარკვეული პროვოკაციებია დაგეგმილი და ის თავიდან აირიდონ. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქციაზე განაცხადეს, რომ ხვალიდან ისინი სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას იწყებენ. 

ლიდერების განცხადებით, ხვალიდან მხარდამჭერების მობილიზება აუცილებელია არამხოლოდ რადას ცენტრალური შესასვლელებთან, ასევე კომიტეტების შენობების შესასვლელებთან.

ასევე, დღეს განცხადებები კეთდებოდა სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით.

როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ხელისუფლება უკმაყოფილიო პიჩორის რაიონული სამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ისევ რჩებიან კიევის ცენტრში.

დღის ამბები