ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის სენატის მარშალთან ერთად, ვარშავაში ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს დელეგაციამ დაათვალიერა ვარშავის აჯანყების მუზეუმიც.
ვიზიტის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობასა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.