23 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
მარნეულში ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის ორწლიანი პროექტი შეაჯამეს

ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის ორწლიანი პროექტი შეაჯამეს მარნეულში.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ერთად სოფელ შულავერში სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა.

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი სამეცნიერო დანიშნულების სათბურები ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა ააშენა. პროექტის მიზანი, საქართველოში დარგის განვითარება და ადგილობრივი წარმოების პოტენციალის ზრდაა.

პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, სათბურების მოწყობა იმერეთის რეგიონში იგეგმება.

დღის ამბები