25 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
ლევან ჯანაშია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტურის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტურის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს ლევან ჯანაშია. კანდიდატი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ორი კვირის ვადაში კი, უკვე მეორე ტურის კენჭისყრა უნდა გაიმართოს, თუმცა ჯანაშია მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევანის გაკეთება ადვოკატებს დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის მოუწევთ. თუმცა, თავად ჯანაშია საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

„არჩევნების ისევე და ისევ ძალიან სერიოზული დარღვევებით არის ჩატარებული და პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ სამართლიანობის თვალსაზრისით დანიშნული უნდა იყოს ეს არჩევნები ხელახლა, უნდა გაბათილდეს ის მონაცემები, რომელიც არის. იმისთვის, რომ მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტური არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტური უნდა იყოს ნამდვილი. მე არ ვთვლი, რომ პირველი ტური ნამდვილია. აქედან გამომდინარე, არავითარ მეორე ტურზე საუბარი არ მაქვს,“ - აცხადებს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია. 

დღის ამბები