20 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
ათასამდე გადადებული რეისი - "ჰართს-ვილდ ჯექსონის" აეროპორტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ათასამდე გადადებული რეისი და რამდენიმე ათასი მგზავრი ჩაბნელებულ ტერმინალებში -  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ატლანტის "ჰართს-ვილდ ჯექსონის" საერთაშორისო აეროპორტის დიდ ნაწილს ენერგია გუშინდელი დღის შემდეგ არ მიეწოდება. გადადებულია ყველა რეისი, პარალიზებულია საჰაერო მიმოსვლა.

კომპანია „ჯორჯია ფაუერი“, რომელიც აეროპორტისთვის დენის მიწოდებას უზრუნველყოფს, აცხადებს, რომ შეფერხების მიზეზი მიწისქვეშა ელექტრომოწყობილობებზე გაჩენილი ხანძარი გახდა.

დღის ამბები