24 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
"რაც ჭორაობას დაანებებს "რუსთავი 2" თავს, მით უფრო კარგი იქნება თქვენი ტელევიზიის მომავლისთვის“ - ლევან გოგიჩაიშვილი

„ქართული ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას უარყოფს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი. გოგიჩაიშვილი, წინასწარი ინფორმაციით, იმ ერთ-ერთი ფრაქციის წევრი იქნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამოეყოფა და რომლის შექმნაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. საპარლამენტო ფრაქცია გია გაჩეჩილაძესთან დაახლოებული დეპუტატებით კომპლექტდება.

კითხვამ, უკავშირდება თუ არა პრემიერსა და გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას პარლამენტში ახალი ფრაქციების შექმნას, გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

„სადმე გეჩქარებათ? იმიტომ, რომ საჭორაოდ გჭირდებათ ეს თემა "რუსთავი 2"-ს. თქვენ როგორც მიგყავთ ეს პროცესი, არ არის სწორი. შესაბამისად, როცა დადგება ეს მომენტი თქვენ თვითონ გაიგებთ მედიიდან ან პარლამენტის ოფიციალური საიტიდან. ეს კითხვა არის ძალიან უნიჭო, ეს არის არაპროფესიონალის მეირ დასმული კითხვა. ეს არის ცოტა არასერიოზული კითხვა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, „ქართული ოცნება“ არის ერთიანი, უმრავლესობა არის ერთიანი და ჩვენ პრემიერ კვირიკაშვილს ოთხშაბათს გამოვუცხადებთ ძალიან დიდ ნდობას. რაც ჭორაობას დაანებებს "რუსთავი 2" თავს და რაღაც სისულელეების ხლართვას, მით უფრო კარგი იქნება თქვენი ტელევიზიის მომავლისთვის,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები