24 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
"თურქეთიდან მოხვდა სირიაში" - პანკისის ხეობაში სალაჰუდინ ალ შიშანის გარდაცვალებაზე საუბრობენ

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი დაიღუპა. საბრძოლო სახელით - სალაჰუდინ ალ შიშანი სათავეში ედგა "ალ ქაიდას" მოკავშირე ორგანიზაციას, "ჯაიშ ალ მუჰაჯირინს" და იბრძოდა როგორც ასადის მთავრობის, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი 2012 წელს ლოპოტას სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. კერძოდ ცნობილია, რომ ის ახმედ ჩატაევის 17 კაციან ჯგუფს უწევდა მეგზურობას, თუმცა უკვე 2013 წელს მან საქართველოს ტერიტორია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დატოვა, თურქეთში გადავიდა და ექსტრემისტ მებრძოლებს შეუერთდა.

სულ სირიაში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა გარდაცვლილი.

„ლოპოტას ოპერაციაში მე როგორც ვიცი, მონაწილეობდა. იმის შემდეგ თურქეთში გადავიდა და მერე სირიაში. როგორც ის დანარჩენები, ესეც მონაწილე იყო. მერე მოახერხა გადასვლა თურქეთში და იქიდან მოხვდა სირიაში,“ - აცხადებს ზარაფ ხანგოშვილი.

დღის ამბები