24 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
"ბირჟა მაფიას” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ქებურია პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო

"ბირჟა მაფიას” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ქებურია პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო და მისი საქმე დახურა. ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გიორგი ქებურიას დაკავების საქმეში ცალკეული პოლიციის თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ქებურიას უფლებადამცველი ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

„მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა მტკიცებულებებით და იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის შემთხვევაშიც, საქმე იგივენაირად დასრულდება,“ - განაცხადა გიორგი ქებურიამ.

დღის ამბები