19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
დონალდ ტრამპი სპეციალური პროკურორის გადაყენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების საქმეზე სპეციალური პროკურორის გადაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, კემპ დევიდის რეზიდენციიდან თეთრ სახლში დაბრუნების დროს უთხრა.

ტრამპის ადვოკატებმა გუშინ რობერტ მალერი გამოძიების ფარგლებში ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს.

საუბარია პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის წევრების მიერ გარდამავალ პერიოდში გაგზავნილ ათასობით ელექტრონულ წერილზე. ბრალდება სპეციალური პროკურორის გუნდში კატეგორიულად უარყვეს.

დღის ამბები