20 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
ატლანტის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიუხედავად, ქაოსია

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა, ადგილზე ამ დრომდე ქაოსია. ელექტროენერგია აეროპორტში 11 საათის განმავლობაში იყო გათიშული, რის გამოც, აეროპორტის მუშაობის სრული პარალიზება მოხდა.

ავარიული სიტუაციის შედეგად, გაუქმნდა ათას 200-მდე რეისი, დაზარალებულ მგზავრთა რაოდენობა კი, 30 ათასს აღწევს. კომპანიაში, რომელიც აეროპორტის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს, ვარაუდობენ, რომ შეფერხების მიზეზი მიწისქვეშა ელექტრომოწყობილობებზე გაჩენილი ხანძარი გახდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დატვირთულია. იქ ყოველდღიურად 2 ათას 500-მდე რეისი სრულდება და 250 ათას მგზავრზე მეტს ემსახურება. 

დღის ამბები