19 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებულმა პირებმა დაზვერვის სამსახურის საწვრთნელი ცენტრის გვერდით მშენებარე შენობა დაიკავეს და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.

ინტენსიური სროლის გამო შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმის დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზება გახდა საჭირო.

მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ცნობები არ ვრცელდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

 

დღის ამბები