23 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
ბადაშვილის შეხვედრა მელნიკოვთან და შეცვლილი ჩვენება - გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის დასახელება  მელნიკოვის გათავისუფლების მიზეზი გახდა

სანდრო გირგვლიანის ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით "კურიერისთვის" ცნობილი ხდება ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულის, ოლეგ მელნიკოვის ჩვენების დეტალები, რომელიც საბოლოოდ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის განთავისუფლების გარანტი გახდა. ოლეგ მელნიკოვმა სასამართლოსთვის ორჯერ მიცემული ჩვენების შემდეგ, მესამე დაკითხვაზე პოზიცია შეცვალა. როგორც მისი ყოფილი ადვოკატი კობა კობახიძე აცხადებს, მელნიკოვმა საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად პრეზიდენტი სააკაშვილი მას შემდეგ დაასახელა, რაც მასთან საკანში ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი იმყოფებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ინტერესდებოდა ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხით. კობა კობახიძის განცხადებით ბადაშვილის რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მის ადვოკატობაზე უარი განაცხადა. მალე კი მან ტელევიზიით შეიტყო იმის თაობაზე, რომ მელნიკოვმა სააკაშვილი ამხილა.

ბადაშვილის ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლის შემდეგ მიცემულ ჩვენებაში ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მიღებულ გარანტიებზე საუბრობს. ჩვენებით ირკვევა, რომ თუ მელნიკოვი და მასთან ერთად გია ალანია დანაშაულს აღიარებდნენ, პრეზიდენტი მათ მალევე შეიწყალებდა.

ამ ჩვენებიდან რამდენიმე თვეში მელნიკოვის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ახლა ის თავისუფალია.

დღის ამბები