24 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
მამასთან კონფლიქტის გამო მეცხრე კლასელმა გოგონამ ვენების გადაჭრა სცადა

ფოთის საჯარო სკოლის მე-9-ე კლასის მოსწავლემ გაკვეთილების დაწყებამდე ვენების გადაჭრა სცადა. გოგონა საპირფარეშოში შევიდა და თვითდაზიანებები მიიყენა. თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მანდატურს დახმარება თავად მოზარდმა სთხოვა. ფოთის სკოლაში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ბავშვი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტი გახდა. სკოლის დირექტორი ჰყვება, რომ მოსწავლეს ინციდენტის შემდეგ გაესაუბრა და მან ვენების გადაჭრის მცდელობის მიზეზად მამასთან კონფლიქტი დაასახელა.

გოგონას დედა ადასტურებს, რომ თვითდაზიანებების მიყენებამდე მის ქალიშვილის ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაზარალებულის ოჯახის წევრები დილით დაკითხვაზე ელოდებიან.

ამ დრომდე უცნობია ჩაერთვებიან თუ არა საქმეში სოციალური მუშაკები, არ არის გამორიცხული ოჯახური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანი მინდობით აღზრდაში გადაიყვანონ. დაზარალებულ გოგონას შვიდი დედ-მამიშვილი ჰყავს.

​ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები