25 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
14-წლიანი ტრადიცია - „რუსთავი 2“-ის იუმორისტული გადაცემების გუნდი საახალწლო კონცერტებისთვის ემზადება

„რუსთავი 2“-ის იუმორისტული გადაცემები საახალწლო კონცერტებისთვის ემზადებიან. 14-წლიანი ტრადიციას არც წელს არღვევენ და ერთგულ მაყურებელს ამჯერად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 და 21 დეკემბერს შეხვდებიან.

წლევანდელი პროგრამა კი სიახლეებითა და სიურპრიზებით სავსე იქნება. უკვე მეორედ ბუთქუნა და თამაზი მთავარი ღონისძიების წამყვანები იქნებიან.

იუმორისტული გადაცემები მაყურებელს დაახლოებით ორ საათიან გასართობ პროგრამას შესთავაზებს. კონცერტი დატვირთული იქნება მუსიკალური ნომრებით, ტრადიციული რუბრიკებითა და საინტერესო სტუმრებით. „ვანოს შოუს“, „კომედი შოუსა“ და „ქერის უბნის“ საახალწლო პროგრამა სიურპრიზებითაც სავსე იქნება.

დღის ამბები